• Ananuri-Castle

    Ananuri-Castle

  • Ananuri

    Ananuri

  • Mtskheta

    Mtskheta

  • Tbilisi

    Tbilisi

ჩვენს შესახებ

ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) დაარსების იდეა 2012 წლის „მედეა 2012“ შეკრების დროს გაჩნდა. ჩვენმა ორგანიზაციამ ინსპირაცია აიღო ამერიკაში მოღვაწე თანამემამულეების მიერ შექმნილი ორგანიზაციიდან GAMPHA (ქართულ ამერიკული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია). 2012 წლის 27 ოქტომბერში ამსტერდამში შეიკრიბა 25 თანამემამულე კოლეგა 11 სხვადასხვა სახელმწიფოდან, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით და გადაწყვეტილებით დაარსდა GIMPHA და 2013 წლის თებერვალში GIMPHA ჰოლანდიაში დარეგისტრირდა. GIMPHA არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ერთიანი მიზნის, საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მხარდაჭერა , მისაღწევად ჩვენი ძირითადი პარტნიორია GAMPHA. 

ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია ბორდის წევრები არიან:

  1. ალექსი ბაიდოშვილი - ასოციაციის პრეზიდენტი/ ექიმი პათოლოგი/ ჰოლანდია
  2. პროფ. ზაზა ქაცარავა - ვიცე პრეზიდენტი/ ექიმი ნევროლოგი/ გერმანია
  3. ნარგიზი ზიბზიბაძე - გენერალური მდივანი/სამედიცინო მენეჯმენტი/ საფრანგეთი
  4. ეკა ჩაკვეტაძე - ფინანსური მენეჯმენტი/შინაგანი სნეულებანი/ საფრანგეთი

A Baidoshvili  Zaza Kastarava  E Chakvetadze  

Deed of Incorporation

Deed of Amendment to the Articles of Association

Registration Chamer of Commerce Oost Nederland

Tax and Customs Administration

International Bank Account Number